რა ხდება ამ წუთებში კიევის მაიდანზე – დამოუკიდებლობის მოედანზე ძალოვანების მობილიზებაა (ფოტო)

კიევში, მაიდანზე ამ წუთებში მეწარმეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უმაღლეს რადას მეწარმეებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივებისკენ მოუწოდებენ. მათი პროტესტი ასევე დაწესებულ “ლოქდაუნს” უკავშირდება.

დღევანდელი აქცია უმაღლეს რადასთან დაიწყო, შემდეგ აქციამ პრეზიდენტის ოფისისკენ გადაინაცვლა, სადაც ფაიერებით “ფერადი” აქცია მოეწყო. ამის შემდეგ შეკრებილები დამოუკიდებლობის მოედნისკენ წავიდნენ.

ადგილზე მეწარმეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს.

მათი თქმით, ძალოვანებმა ძალა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თავის მხრივ, ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიციელები პრევენციულ ზომებს მიმართავენ, ასევე, აღნიშნეს, რომ 40 სამართალდამცველი დაშავდა.

თავად მეწარმეები აცხადებენ, რომ მაიდანზე დარჩებიან მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

ამჟამად, აქციაზე მუსიკის ხმა ისმის, პარალელურად  მიმდებარე ქუჩები ჩაკეტელია, შეინიშნება სპეცრაზმის მობილიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები