აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.