„ეს ქვეყნის წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია “ – გოგა ხაინდრავას შეფასებით, ISFED-მა არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელა

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხმების პარალელური დათვლის შესახებ არასწორი მონაცემები მიზანმიმართულად გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია. ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეთქმულება საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. რამდენი ხნის განმავლობაში მალავდა ეს ქალბატონი და ორგანიზაცია იმ ფაქტს, რომელზეც ვლაპარაკობთ? ისევე, როგორც ცრუობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიულეტენებში განსხვავებები იყო. ეს ყველაფერი დიდი მითი, ტყუილი იყო, რომელზეც აგებული იყო მთელი ის პროცესი, რომელიც მოსკოვიდან მოდიოდა იმისათვის, რომ არეულიყო საქართველოში ვითარება. მათ თავიდანვე იცოდნენ, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი დრო წავიდა. ისევე – როგორც დამთავრდა ბოკერია, როგორც მედასავლეთე და „ნაციონალური მოძრაობა“.

ყველასთავის ნათელია სურათი საქართველოში. ეს სურათი მძიმეა, რადგან პოლიტიკურ ველზე ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც შეიძლება, ქვეყანა მართოს. ეს ცუდია, შეუძლებელია, რომ ოპონენტი არ გყავდეს. ეს იგივეა, კრიტიკა არ იყოს ხელოვნებაში. თითქოს, გამოჩნდნენ ახლები, მაგრამ პირველივე ნაბიჯი ფუნაში ჩადგეს. ეს ყველას შეიძლება, მოუვიდეს, მაგრამ მერე ხომ უნდა იგრძნო, რომ სადაც დგახარ, ის ადგილი ყარს და უნდა გამოხვიდე მაქედან?! თუ თავად არ გესმის, ამის თაობაზე გეუბნებიან კეთილისმსურველები, შენი მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მაგრამ შენ ჯიუტად რჩები მანდ.
ამ რვა პარტიიდან, რომელზეც ვსაუბრობთ, ხუთი-ექვსი არის „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, გადაირქვეს სახელები, ზოგი მშენებელია, ზოგი „გირჩია“. „გირჩი“, ალბათ, მსოფლიო საეკლესიო საბჭოსკენ აიღებს გეზს, რადგან, როგორც ამბობენ, ყველა ეპისკოპოსია მანდ. ამიტომ, ალბათ, იქ გააგრძელებენ საქმიანობას, რადგან პოლიტიკაში ყარან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები