აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის აქციაზე 5 პირი დააკავეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ღობეზე სტიკერებს აკრავდნენ.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი აცხადებს, აქტივისტებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ ღობეზე არ უნდა ასულიყვნენ და სტიკერები არ გაეკრათ, რაც არ გაითვალისწინეს.

„ამ დროისთვის 5 წევრია დაკავებული. პილიციის მხრიდან აქტივისტების მისამართით არაერთხელ იყო მოწოდება, რომ ღოებზე არ უნდა გადასულიყვნენ და სტიკერები არ გაეკრათ, თუმცა, ჩვენს მოწოდებებს არ დაემორჩილნენ“, – განაცხადა ირაკლი ჭედიშვილმა.

ასევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ერთ-ერთი წევრი აცხადებს, მათი ორგანიზაციიდან 1 პირია დაკავებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები ვაპირებდით სტიკერების გაკვრას, რის შედეგადაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი დააკავავეს. ჩვენ პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ, არანაირად უკან არ დავიხევთ“, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ერთ-ერთმა წევრმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები