მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
აჭარაში უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარესა და ვიცესპიკერს ირჩევენ. თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით დავით გაბაიძის კანდიდატურაა წარდგენილი, ხოლო მისი მოადგილის პოზიციაზე – ტიტე აროშიძის.
ამის პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრების თქმით, ისინი საყვირებითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრებმა, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს მანდატი მოიპოვეს, საბჭოში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არალეგიტიმურია.