“მისი დღევანდელი განცხადება არც შინაარსობრივად და არც ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე და ერთ-ერთ მათგანს მე “ცხელი კარტოფილი” დავარქვი, როდესაც მან ციხე დატოვა”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას.
თეა წულუკიანის თქმით, “რთულია ოპოზიციაშიც “ნაციონალური მოძრაობა” თავიდან მოიშორო”.
“მისი დღევანდელი განცხადება არც შინაარსობრივად და არც ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე და ერთ-ერთ მათგანს მე “ცხელი კარტოფილი” დავარქვი, როდესაც მან ციხე დატოვა. მეგონა და მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეყრდნობოდა. რთულია ოპოზიციაშიც “ნაციონალური მოძრაობა” თავიდან მოიშორო ისინი მიაქანებენ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. “მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან”, – აღნიშნა ვაშაძემ.