ლიეტუვამ საყოველთაო “ლოქდაუნი” გამოაცხადა

ლიეტუვა პირველი ქვეყანა აღმოჩნდა ბალტიის ქვეყნებს შორის, რომელმაც, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ქვეყანაში საყოველთაო „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.

16 დეკემბრიდან მოქალაქეებს საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის დატოვება აეკრძალებათ. მუნიციპალიტეტიდან გასვლა შესაძლებელი იქნება სამსახურეობრივი, სამედიცინო ან ავადმყოფის მოვლის მიზნით. ასევე, შეიზღუდება მუნიციპალიტეტების შიგნითაც გადაადგილება. სახლიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში, საყიდლებზე, დაკრძალვაზე, ჯანმრთელობის ან სხვისი მოვლის მიზნით იქნება ნებადართული.

არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა მაღაზია დაიხურება და დისტანციური გაყიდვების რეჟიმზე გადავა. სკოლის ყველა კლასის მოსწავლე სწავლას დისტანციურად გააგრძელებს.

გადაადგილებაზე შეზღუდვები 2021 წლის 3 იანვრამდე იმოქმედებს, ხოლო დანარჩენი რეგულაციები – 2021 წლის 31 იანვრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები