ბაშკირეთში, სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)

ბაშკირეთში, სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში გამთენიისას ხანძარი მოხდა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახლში სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა, 5-ის გადარჩენა მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ხის ერთსართულიან სახლში 72 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, მისი ლიკვიდირება მხოლოდ რამდენიმე საათში მოხერხდა.

ცეცხლის ქრობაში 16 მეხანძრე და ტექნიკის 6 ერთეული იყო ჩართული.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები