გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღნიშნული განცხადება სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა გაავრცელა.

მისი თქმით, ვირუსის ახალი სახეობის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობეს და ახლა მისი დეტალური კვლევა მიმდინარეობს.

მეთ ჰენკოკმა ასევე განცხადა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვდასხვა რეგიონში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები