ბერლინი ევროკავშირის რეგულატორს ვაქცინის დამტკიცების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი ევროკავშირის რეგულატორს მოუწოდებს, ვაქცინის დამტკიცება დააჩქაროს.

ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შპანის თქმით, გერმანიამ ვაქცინაციისთვის უკვე 400 ცენტრი შექმნა და 10 ათასამდე ექიმის მობილიზება მოახდინა, თუმცა, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებისთვის აუცილებელია რეგულატორის ნებართვა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კომპანიის – BioNTech-სა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინამ გამოყენების ნებართვა მიიღო ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებში, პრეპარატი ევროპის რეგურატორის ნებართვის მოლოდინშია, შესაბამისად, ევროპის ვერცერთი ქვეყანა მის გამოყენებას ვერ ახერხებს.

“ევროკავშირის მსგავსად, ვაქცინის დამზადებას ვუჭერდით მხარს და გარკვეული რაოდენობა შევისყიდეთ. BioNTech-თან დაკავშირებით ყველა მონაცემი ხელმისაწვდომია. შემოწმება და ნებართვის გაცემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს”, – დაწერა გერმანელმა მინისტრმა.

ევროპის მედიკამენტების უვნებლობის სააგენტო სხდომას 29 დეკემბერს გამართავს, რომელზეც ვაქცინის ნებართვის საკითხი გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები