გორის გვირაბში 14 დეკემბერს, 22:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს, 22:00 საათიდან – 00:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.