სომხეთში 19 დეკემბერს სამდღიანი გლოვა გამოცხადდება

სომხეთში 19 დეკემბერს, ყარაბაღში დაღუპულებთან დაკავშირებით, სამდღიანი ლოვა გამოცხადდება.

ამის შესახებ ხალხისადმი მიმართვაში ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 19 დეკემბერს კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 40 დღე სრულდება.

სამგლოვიარო ღონისძიებების ფარგლებში, რესპუბლიკის მოედნიდან “ერაბლურის” პანთეონამდე მსვლელობა მოეწყობა.

“შესაძლოა, 19 დეკემბრის მდგომარეობით, ყველა ჩვენი დაღუპული მეომრის ცხედარი ვერ იქნება ნაპოვნი, ბევრი ამოუცნობი ცხედარიც იქნება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების  გადადება უკვე აღარ შეიძლება”, – თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ცხედრების სამძებრო, ასევე, ამოცნობის პროცედურები გაგრძელდება.

არაოფიციალური მონაცემით, 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ზონაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად 3300 სომეხი სამხედრო დაიღუპა და დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები