ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, თუმცა, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი წუხელ გვიან ღამით დაეჯახა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით, შუახნის მამაკაცის ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები