ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 60 წლამდე ექიმი გარდაიცვალა. ქალს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსუდან ჯიქიას კოვიდ 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა და გარდაიცვალა. ექიმი ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.

“მრავალდღიანი ბრძოლის შემდეგ, ვერაგმა ვირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეიწირა. რუსუდანი ყველაზე გვიან დაავადდა კოვიდით, მაგრამ ვირუსი მასზე ძლიერი აღმოჩნდა.
ძალიან ძნელია, სანუგეშო სიტყვები უთხრა მის ასაკოვან დედას”, – აცხადებენ გარდაცვლილი ექიმის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები