ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა. მალხაზ რომანაძე კორონავირუსის სიმპტომებით მკურნალობის კურსს კლინიკა “ემბისიში” გადიოდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 56 წლის მამაკაცს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის დაზიანება აღენოშნებოდა. მანამდე კი საკრებულოს წევრი სახლის პირობებში მკურნალობდა. მალხაზ რომანაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, თუმცა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბოლო ორი დღის ბანმავლობაში იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მალხაზ რომანაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო ქობულეთის საკრებულოში. ასევე, იყო ქობულეთის ცენტრალური ბაზრის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 300-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა სამი პაციენტი.