გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე  მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,  2020 წლის 13 დეკემბერს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე დაგეგმილი სავენტილაციო სისტემის რემონტის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები გადაიწევს 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები