აშშ-ში წლის ბოლოსთვის შესაძლოა 50 მილიონზე მეტ ამერიკელს არ ჰქონდეს საკმარისი საკვები – რთული ვითარებაა ჯანდაცვის კუთხითაც

ადგილობრივი მედია წერს, რომ სალონების, ბარ-რესტორნებისა და სპორტული დარბაზების თანამშრომლები კოვიდის პანდემიის პირობებში ფინანსური გამოწვევების წინაშე დგანან. რამდენიმე ბარ-რესტორნის მფლობელი მედიასთან აცხადებს, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გარეშე ზამთრის სეზონის გამკლავება გაუჭირდება. ამ პირობებში კი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ მოქალაქეებს კოვიდის მეორე ტალღის პირობებში.

შრომის დეპარტამენტის განცხადებით, უმუშევრების დახმარების პაკეტის მისაღებად მათ კიდევ 853 000-მა ადამიანმა მიმართა.

რესტორნების ანალიტიკოსის აზრით, ქვეყნის მასშტაბით 15-16 ათასი რესტორანი დაიკეტება. ფინანსური დახმარების გარეშე კი მდგომარეობა გაუარესდება. წლის ბოლოსთვის შესაძლოა 50 მილიონზე მეტ ამერიკელს არ ჰქონდეს საკმარისი საკვები, ნაწილობრივ კოვიდ პანდემიის მიზეზით. რთული ვითარებაა ჯანდაცვის კუთხითაც, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი ამერიკაში, საავადმყოფოებმა დამატებითი რესურსების გამოყენება. დაიწყეს მაგალითად, ნევადას შტატის ერთ-ერთი საავადმყოფოს პარკინგი გადაკეთდა და ამ ტერიტორიაზე იღებენ კოვიდინფიცირებულებს, რადგან დღესდღეობით საჭირო საწოლების რაოდენობა 10-ჯერ აღემატება წინა თვეებისას.

გავრცელდა კალიფორნიელი მედდის ინტერვიუ კოვიდის თემაზე – მედდის განცხადებით, ამერიკის ჯანდაცვის სისტემა კოვიდთან გასამკლავებლად მზად არ არის. მათ არ აქვთ შესაბამისი ტრენინგი გავლილი, აღჭურვილობა და ექიმებისა და მედდების საკმარისი რაოდენობა. მისი თქმით, საკითხი დგას შემდეგნაირად, აქვს თუ რა სამედიცინო პერსონალს ყველა საშუალება კოვიდ ინფიცირებულის გადასარჩენად. ასევე, მედდის აზრით, მათ სჭირდებათ მკაცრად გაწერილი სახელმძღვანელო, მათ შორის კარანტინის გავლის წესებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები