„მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს ცესკო-სთვის სიების განულების მოთხოვნით არ მიუმართავთ

„მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს ცესკო-სთვის სიების განულების მოთხოვნით არ მიუმართავთ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების განულების მოთხოვნით დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“. ჯერჯერობით, სიების განულების მოთხოვნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

როგორც „გირჩში“, ასევე „მოქალაქეებში“ აცხადებენ, რომ მანდატებზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან, თუ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშლება, ხოლო „პატრიოტთა ალიანსში“ ამბობენ, რომ პარტიის საარჩევნო სიის არც ერთი წევრი „გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მუშაობას არ აპირებს“.

სიების განულება გულისხმობს იმ ადამიანების სიის ჩახსნას, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტის გამსვლელ სიაში. იმ პირებმა, რომელთაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ინდივიდური განცხადებები უნდა წარადგინონ პარლამენტში და ამისთვის მათ ერთკვირიანი ვადა აქვთ.

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე, ხოლო მის მოადგილეებად  გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო აირჩიეს. მოგვიანებით, დეპუტატებმა აირჩიეს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები