მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება შეირჩინოს

„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ გაყალბების ბრალდება შეირჩინოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები, ყველა ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, იყო სამართლიანი და დემოკრატიული.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ გაყალბების ბრალდება შეირჩინოს. ჩვენ ძალიან ხისტადაც არ ვპასუხობდით მთელი თვის განმავლობაში, ამან შედეგი არ გამოიღო.

ისინი მაინც გაჰყვნენ რევოლუციურ სცენარს, განსაკუთრებით – რადიკალური ფრთა, „ევროპული საქართველო“, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ამ არჩევნებზე და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთის სახით და ისინიც ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად ამბოხისკენ წაეყვანათ ეს ყველაფერი და მოლაპარაკებები ჩაეშალათ, თუმცა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავით კიდევ უფრო რეალისტები და გვეთქვა, რომ მობრძანდით პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის მონაწილეობაში ჩაერთეთ და თუ ერთპროცენტიან გადახრას ნახავთ ჩვენს სასარგებლოდ, მაშინ დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები