სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია სრული შემადგენლობით აპირებს, რომ მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე

“თუ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ცხადია, ეს უნდა გაგრძელდეს უკვე რაღაც ახალ მოცემულობაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია სრული შემადგენლობით აპირებს, რომ მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე.

„უაზრო შეხვედრას ყველამ არჩია, რომ ამ მოცემულობაში შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ფასილიტატორები გადახედავენ შექმნილ ვითარებას და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღით გადაიდო შეხვედრა და თუ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ცხადია, ეს უნდა გაგრძელდეს უკვე რაღაც ახალ მოცემულობაში. ეს მოცემულობა იქნება ის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით აპირებს,  მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე და მოცემულობა მეორე მხრიდან არის, რომ „ქართულ ოცნებაში“, როგორც ჩანს, გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხომ გააყალბა არჩევნები და საერთოდ აღარ აპირებს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას.

თუ ამ ახალ მოცემულობაში ჩვენი პარტნიორები შეუწყობენ ხელს რაღაც სივრცის გაჩენას, რომ კიდევ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და საუბარი, ის უნდა გაგრძელდეს ახალი პოზიციებიდან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები