ბექა ფერაძე: 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად, საზედამხედველო უწყებების მიერ 26 231 ობიექტი შემოწმდა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამურად, საზედამხედველო უწყებების მიერ 26 231 ობიექტი შემოწმდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
,,ჯამურად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება 631 ობიექტზე განხორციელდა, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიექტზე, 2 დაჯარიმდა, 43-ს საქმიანობა შეუჩერდა, რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა და რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე 22 ობიექტი შემოწმდა”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332 შეადგენს. გარდაიცვალა 1 657 მოქალაქე.