ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი მედლით “გენერალი კვინიტაძე” დაჯილდოვდა
ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით “გენერალი კვინიტაძე” დაჯილდოვდა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ და საელჩოს თავდაცვის ატაშემ, გიორგი ბაბუნაშვილმა შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვიცე პოლკოვნიკთან, მარკოს კუენკა გუერეროსთან, მაიორ რიკარდო როდრიგეს დე ლა იგლესიასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან, ვიქტორ გარსიასთან.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა ესპანეთისა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.
ასევე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ესპანელი სამხედროების აქტიური ჩართულობა, რაზეც ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე’’ დაჯილდოვდა.