კალაძე უგულავას სანაძლეოზე – უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება

გიგი უგულავამ გამოსავალი იპოვა, მას მელია ჩაენაცვლება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა. შემდეგი პირობით – თუ კობახიძის სიტყვები, არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები