ნიკა მელია: დღეს მათ პირდაპირ გვითხრეს – ვაპირებთ, ლუკაშენკოს გზას დავადგეთ

“ვინც 11 დეკემბერს „საპარლამენტო მასკარადში“ მონაწილეობას მიიღებს, ის ვეღარ იქნება ვერც ოპოზიციონერი და ვერც – დეპუტატი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„კობახიძე ყოველთვის ივანიშვილს ახმოვანებს, შესაბამისად, დღეს მათ პირდაპირ გვითხრეს – ვაპირებთ, ლუკაშენკოს გზას დავადგეთ, სადაც არჩევნები არა თუ არ ჩატარდება, არამედ მთავარ ოპოზიცური პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ აეკრძალება მასში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მათ რა განზრახვები ექნებათ სხვა პარტიებთან მიმართებით.
ასევე, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილმა ააფრიალა ფული – ვინც შემოხვალთ პარლამენტში, მოგცემთ მას, ვინც არა – ვერ მიიღებთ.
ასე რომ, ვინც 11 დეკემბერს „საპარლამენტო მასკარადში“ მონაწილეობას მიიღებს, ის ვეღარ იქნება ვერც ოპოზიციონერი და ვერც  – დეპუტატი, იგი იქნება ივანიშვილის მიერ ნაყიდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები