“ის, რაც ალეკოს მოსწონს, ჩემთვისაც მოსაწონია – რეალურად, პრობლემა ისაა, კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, თუ პარტია “მოქალაქეების” ლიდერ  ალეკო ელისაშვილისთვის პარლამენტში შესასვლელად საარჩევნო სისტემის რეფორმა საკმარისია, მისთვის ეს არის ინსტრუმენტი, რისთვისაც მას სჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიის თანადგომა.

ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალური პრობლემა ამ პროცესში ისაა, რომ არცერთმა ა იცის, რატომ აგინებენ ერთმანეთს.

„ჩვენ მივილტვით იქეთკენ, რომ შესრულდეს 20 ივნისის მოთხოვნები. 20 ივნისის მოთხოვნები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში ამიერიდან იყოს ნებისმიერ დონეზე, პარლამენტშიც, ადგილობრივ არჩევნებზეც პროპორციული, ბუნებრივი ბარიერიანი არჩევნები. რაც საშუალებას არავის აღარ მისცემდა დაეყენებინა ის მდგომარეობა, რაც დადგა 31 ოქტომბერს. მაგალითად, ალეკოსთვის თუ ცესკოს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რაც მე მჭირდება. ანუ ის, რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტი იმის, რისთვისაც მე ვიბრძვი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიებიც,

გარდა ალეკოსი, და ამ ბრძოლაში მე მჭირდება „ნაციონალური მოძრაობაც” კი. ანუ, ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა – ერთმანეთისთვის დედისტრაკის გინება. ანუ, რეალურად, ახლა გვაქვს პრობლემა იმაში, კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ელისაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო”, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, „ქართულ ოცნებასთან” მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლასა და დეტალების გარეთ გამოტანას ცდილობს. ელისაშვილის შეფასებით, ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულები.

გარდა ამისა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები