ზურაბ ჯაფარიძე – ვლაპარაკობთ, რომ იქნებ შევძლოთ და დავაახლოვოთ პოზიციები

ვლაპარაკობთ, რომ იქნებ შევძლოთ და დავაახლოვოთ პოზიციები, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე მოხდა ძირითადად ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რომლებიც ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებს.

„ვლაპარაკობთ, რომ იქნებ შევძლოთ და დავაახლოვოთ პოზიციები. გუშინ გავიარეთ პუნქტობრივად ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია და ხელისუფლების მიერ მოტანილი წინადადება. გუშინ გამოიკვეთა გარკვეულ პუნქტებში თანხვედრები და ასევე, პუნქტები, სადაც პოზიციები ძალიან დაცილებულია. დღეს უბრალოდ მოხდა რაღაცების დაზუსტება, ტექნიკური საკითხების, რომელიც ეხება, ძირითადად, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები