გიორგი ვაშაძე: ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დამიყენეს კანდიდატი ისანში და ჩაშალეს პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა

“ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა წინასაარჩევნოდ დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.
„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ბატონ ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.
ახლა რაც შეეხება ჩემს ამოცანებს – პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ამოცანაა და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ის 30 პროცენტი მოსახლეობის, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა. აი, ეს ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ სხვის რიტორიკაზე აყოლას, აი, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლასა და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისა და ამ თავდასხმისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა, ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და მისი ხელისუფლება; თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან.
ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა და თუ პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე საუბრობთ, მან ერთადერთი რამ თქვა – მე ვენდობი ჩემს ლიდერს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებზე. მე მგონი, აბსოლუტურად სწორი განცხადებაა პაატა მანჯგალაძის, რომელიც არის ღირსეული ქართველი და ასეთი თავდასხმებით, ასეთი ვითომ ინფოებით მართულ ბინძურ კამპანიას ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით.
რაც შეეხება საერთო ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. მე ვარ ის ადამიანი და ჰკითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანობა პოზიციაში, რომ მაქსიმალურად ვყოფილიყავით ერთიანები ყველა შეთანხმებაზე. ასეთივე ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეთანხმებაზე და მე იმედი მაქვს, რომ ამ ბინძური თავდასხმებისგან ყველა შეიკავებს თავს“, – აცხადებს ვაშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები