ვახტანგ მეგრელიშვილი: ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა, სრულიად შეთანხმებული ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ
„ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა, მგონი. სრულიად შეთანხმებულები ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილმა „ლელოში“ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების დეტალები გასაჯაროვდება.
„ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა, მგონი. სრულიად შეთანხმებულები ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. შეხვედრის შემდეგ საშუალება გვექნება, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარი პოზიცია საჯაროდ გააცნოს ამომრჩეველს. ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას, რომ შევძლოთ იმ თემებზე საუბარი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თქვენც გაინტერესებთ და ჩვენც გვინდა, რომ გითხრათ. დღევანდელი შეხვედრა არის ალბათ ყველაზე ორგანიზებული იმიტომ, რომ ყველას ესმის, რითი მიდიან შეხვედრაზე და რას ველოდებით ამ შეხვედრიდან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.