ნიკა მელია: ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი, იქნება ჩვეულებრივი პუფი

“ვინმე თუ შევა პარლამენტში, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„მითქმა-მოთქმას ბოლო რომ მოეღოს, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში, რაზე არის „ქართული ოცნება“ წამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია ან არ თანხმდება, ვინ თანხმდება, ვინ არ თანხმდება – ერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დაესმევა დღეს.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ დეპუტატობის არცერთი კანდიდატი, თუ გინდათ დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არცერთი ოპოზიციონერი არ შევა.
მე-10 მოწვევის პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი. ანუ, ვინმე თუ შევა და, პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც – ოპოზიციონერი, მით უმეტეს – ჩემი პოზიცია ასეთია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები