ირაკლი კობახიძე: განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, დეტალებში ვერ შევალთ
“განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში არ დააკონკრეტა, რა სახის ცვლილებების განხორციელება იგეგმება საარჩევნო მიმართულებით.
“ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. ამაზე არაერთი კომენტარი გავაკეთეთ, ახლაც შემიძლია, დავადასტურო. უბრალოდ, აქაც დეტალებში ვერ შევალთ გამომდინარე იმ პირობებიდან, რომელიც გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის, ელჩების წინაშე”, – აღნიშნა კობახიძემ.