ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

მისივე თქმით, არსებობს ინსტრუმენტები, რომ დროის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიებს მეტი შანსი მიეცეთ, რათა საქართველოს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.

„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები