არჩილ თალაკვაძე: იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ ჯერზე შევძლებთ უკვე საბოლოო შეთანხმების მიღწევას, მის გაფორმებასა და პარლამენტის ფუნქციონირებას

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციისა და უმრავლესობის მომდევნო შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება საბოლოო შეთანხმების მიღწევა.

თალაკვაძემ ელჩებს ფასილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

,,პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა შეთანხმებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ნამდვილად, ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციასა და ოპოზიციას და უმრავლესობას შორის შემდგომ, გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ ჯერზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების უკვე ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება საბოლოო შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მაღალპარტიული ფუნქციონირება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები