ბადრი ჯაფარიძე: ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება
“ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ფასილიტატორების თხოვნით, დამატებით დეტალებზე ოპოზიცია მედიასთან ვერ ისაუბრებს.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. განსხვავებები რჩება. ვფიქრობ, ეს დრო ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება“, – განაცხადა „ლელო საქართველოს“ ლიდერმა.