რუსეთს იარაღის გაყიდვითა და სხვა სამხედრო მოსახურებით მიღებული შემოსავალი შეუმცირდა
სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, რუსული კომპანიების წილი, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე იარაღისა და სამხედრო მომსახურების ექსპორტს ეწევიან, 8.6% -დან 3.9% -მდე შემცირდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის – რუსული “ალმაზ-ანტეის” შემოსავლები გასულ წელს 634 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
SIPRI-ის მონაცემებით, მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი სამხედრო ინდუსტრიული კომპანია (Lockheed Martin, Boeing, Northrop Grumman, Raytheon და General Dynamics) აშშ – ში მდებარეობს და კიდევ შვიდი ამერიკული კომპანიას იარაღის ექსპორტში მნიშვლელოვანი ადგილი უკავია. ჯამურად, 12 კომპანია ამერიკიდან იარაღის ბაზრის 61 %-ს აკონტროლებს. მეორე ადგილზე 16 %-ით ჩინეთია, ხოლო ევროპელი მწარმოებლების წილი 18 %-ს შეადგენს.
აღსანიშნავია რომ გასულ წელს იარაღის გაყიდვების ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა – 105% ფრანგულ მწარმოებელ Dassault Aviation Group- ს დაუფიქსირდა.
პირველად ისტორიაში, იარაღის უმსხვილეს ექსპორტიორთა ტოპ -25-ში შევიდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული – EDGE, რომლის გაყიდვებმაც იარაღის მთლიანი გაყიდვების 1.3%-ს შეადგინა.
როგორც SIPRI-ის კვლევაშია აღნიშნული, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ სამხედრო საჭიროებებისათვის, რუსეთი მეოთხე ადგილზეა (65,1 მილიარდი დოლარი, ანუ მშპ-ის 3,9%). პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე – ჩინეთი ხოლო მესამეზე – ინდოეთი.