ესპანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, შალვა შუბლაძემ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელენა გარსონ ოტამანდისსა და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან, ანტონია მენა ლოპესთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უყების ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა.

,,შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცირკულარული მიგრაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულობა და იმ შესაძლებლობების მნიშვნელობა, რომლებიც ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობების აღიარების საკითხი და ამ მიმართულებით უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა დაგეგმეს.

შეხვედრის დასასრულ, ქართულმა მხარემ ესპანელ სამართალდამცველებს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები