გერმანიაში კორონავირუსის 23 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 483 ადამიანი

გერმანიაში კორონავირუსის 23 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 153 556-მდე გაიზარდა, – აღნიშნულ ინფორმაციას Guardian- ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 483 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 18 517-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 10 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები