დავით ზალკალიანი საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სისერო მარტინს გარსიასთან შეხვედრა გამართა, რომელიც დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბრაზილიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და მის მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე აღინიშნა ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.

„მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. გამოითქვა პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები