ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევაზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს

“არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირება, გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია ორ-სამ ადამიანზე, რომლებსაც სიმპტომები პირველად გაზაფხულზე დაუფიქსირდათ, მეორედ კი – ნოემბერში.

„ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირება. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი „პისიარ“ ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს ე.წ. გენომის სეკვენირება, რაც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს. ამიტომ, იმისათვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის.

საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე. ეს იყო გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებითი, თუმცა, ვიკვლევთ პირველად ნამდვილად იყო თუ არა, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები