საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „საერთაშორისო რეაგირება ყირიმის ოკუპაციაზე: შემდგომი ნაბიჯები“ მონაწილეობა მიიღო

ეუთო-ს 27-ე, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში პარალელური ღონისძიება – „საერთაშორისო რეაგირება ყირიმის ოკუპაციაზე: შემდგომი ნაბიჯები“ გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ლაშა დარსალიამ.
ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სისტემური და აშკარა დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა სამიზნე, განსაკუთრებით, ეთნიკური უკრაინელები და ყირიმელი თათრები არიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ფარულ დემოგრაფიულ ცვლილებას. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედროების მკვეთრად გაზრდა და მისი მასშტაბური მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების სრული, შეუფერხებელი და დაუყოვნებლივი შესვლის აუცილებლობას.
ლაშა დარსალიას განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ არის ცალკე მდგომი შემთხვევა. მან ხაზი გაესვა, რომ რუსეთმა აგრესიული ქმედებები, ჯერ კიდევ უკრაინამდე, საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, ძლიერი საერთაშორისო რეაგირების გარეშე შეუძლებელია რუსეთის ოკუპაციის შედეგების ეფექტიანი აღმოფხვრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მათ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
გამოსვლის დასასრულ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები