სალომე სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ნატო-სა და ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებზე ზეგავლენას მოახდენს
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ზეგავლენას მოახდენს. ამის შესახებ სამადაშვილმა ნატო-ს მიერ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის განახლების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რა თქმა უნდა, ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატო-სთან, ევროკავშირთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
2 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.