დავით ზალკალიანი: ერთ-ერთი მთავრი თემა მინისტერიალისთვის იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება რეგიონში

ერთ-ერთი მთავრი თემა მინისტერიალისთვის იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მოლოდინი აქვთ, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას მიიღებენ.

„ვეცდებით, ნატოელ პარტნიორებს ჩვენი გადმოსახედიდან დავანახოთ ჩვენი პოზიცია და ანალიზი რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე დავანახოთ ჩვენი ხედვა გარშემო შექნილ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებებზე. ჩვენი ხედვა მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება და მომავალშიც ერთობლივად გავაგრძელებთ ამ მიამრთულებით თანმიმდევრულ, კოორდინირებულ საქმიანობას. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას. ამ პაკეტის განახლებაზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. უელსის სამიტზე ჩვენ მივიღეთ ნატო-საქართელოს პაკეტი, რომელიც 14 ძირითადი მიამრთულებისა და პროექტისგან შედგება და ჩვენ კიდევ გავამდიდრებთ ამ ახალ არსებით პაკეტში განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიამრთულებით განსახორციელებელ ქმედებებს. ასევე შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან მიმართულებებზე იქნება საუბარი. უსაფრთო კომუნიკაცია ერთ-ერთი ახალი განზომილება იქნება ამ განახლებული პაკეტის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხეკლშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ მინისტერიალზე. ეს პაკეტი კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართელოს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და დაგვაახლოებს ნატოსთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები