დავით ზალკალიანი: ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი – წევრობა, მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე

“ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი – წევრობა, მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და რომ საქართველო, ფაქტობრივად, მოქმედებს უკვე როგორც მოკავშირე.

„სამოქმედო გეგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამ მიმართულებითც ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ფაქტობრივად, სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან და ყველაზე აქტუალურ ელემენტებს შეიცავს. აღიარებულია ისიც, რომ სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი. პრაქტიკულად, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი – წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი ქმედებებით, რეფორმების განხორციელების კუთხით, თანმიმდევრულობით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის თანმიმდევრული პოლიტიკით ვაახლოვებთ ამ პროცესს. სწორედ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები