„რა სიმშვიდეა, ქალბატონო“ – 2 დეკემბერი ენვერ ნიჟარაძის დაბადების დღეა (ვიდეო)
878
პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე ენვერ ნიჟარაძე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს, ლენტეხში. მას 74 წელი შეუსრულდა.
1964 წელს დაამთვრა ქუთაისის 23-ე სშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1964-1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში, ანდრო ჟორდანიას უფროსი მწვრთნელობისას.
1977 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, წითელი დიპლომით.
1982-1988 წლებში მუშობდა ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად, 1988-1991 წლებში კი – მწერალთა კავშირის მდივნად.
1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თამჯდომარის მოადგილედ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში.
1995 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, სადაც იმყოფებოდა 19 წელი.
2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში.
გამოცემული აქვს უამრავი პოეტური კრებული.
მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი „რა სიმშვიდეა, ქალბატონო“, რომელიც კომპოზიტორმა ნუგზარ ჩხაიძემ აამღერა: