არის თუ არა სინამდვილეში ირაკლი უგულავა მიუკერძოებელი ექსპერტი?

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას ძმამ ირაკლი უგულავამ ჩაატარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს „დავით გარეჯის საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვასთის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. პროცესზე დაცვის მხარემ ექსპერტიზა წარადგინა, რომელშიც წერია, რომ რუქები არ ვარგა. აღნიშნული ექსპერტიზა კი „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ძმამ, ირაკლი უგულავამ ჩაატარა.

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი უგულავას მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იმ ფაქტმა, რომ კარტოგრაფების საქმეზე ექსპერტიზა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ძმამ ჩაატარა, საზოგადობაში შეკითხვები გააჩინა და ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო, ნამდვილად არის თუ არა ირაკლი უგულავა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტი. ეჭვები კი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი უგულავას სოციალურ ქსელში აქტივობამ კიდევ უფრო გაამყარა.

როგორ ეხმაურებოდა ირაკლი უგულავა დავით გარეჯის საქმეს ექსპერტიზის გაკეთებამდე?

2020 წლის 7 ოქტომბერს ირაკლი უგულავამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებულ ბრალდებებს უსუსური და პროფესიულ ბრალდებას მოკლებული უწოდა:

„უყურე პროკურატურის განცხადებას გარეჯის თაობაზე. ასეთი უსუსური და სამართლებრივ და პროფესიულ საფუძველს მოკლებული ბრალდება ჯერ არ გამიგია. წინა საარჩევნო პროპაგანდისტული აქციაა. ერთი ვერ გათვალეს, ეხლა ამ გაგანია ყარაბაღის კონფლიქტის დროს ამისი ასე არაკვალიფიციურად და ისტერიულად წამოწევა ძალიან კონტრპროდუქტიული იქნება საქართველოსთვის. 1937 წლის იერი დაჰკრავს ამ ყველაფერს“.

იმავე დღეს, მოგვიანებით, ირაკლი უგულავამ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუკპოსტი გააზიარა და ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა:

„ბატონო ივერი, თქვენს გვერდზე მიგულეთ. რასაც თქვენს წინააღმდეგ აკეთებენ ეს არის სიბინძურის ფსკერი“.

2020 წლის 8 ოქტომბერს ირალი უგულავამ საქართველოში დანიის ელჩის გიგი გიგიაძის ინფორმაცია გააზიარა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ივეირ მელაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

„ერთი კაი კაცი გვყოლია მთელ სამთავრობო ისთებლიშმენტში“, – წერს ირაკლი უგულავა აღნიშნულ პოსტზე.2020 წლის 9 ოქტომბერს ირაკლი უგულავამ საკუთარ ფეისბუკზე გიორგი გახარიას პოსტი გააზიარა და სამხარაულის ექსპერტ კარტოგრაფების საყურადღებოდ აღნიშნა, რომ მათ ვინაობას მაინც გაიგებს:

„სამხარაულის ექსპერტ კარტოგრაფების საყურადღებოდ. მაინც გავიგებ მათ ვინაობას. ხო უნდა ვიცოდე ვის უნდა ვაქციო ზურგი სალამის მაგივრად“.

2020 წლის 12 ოქტომბერს ირაკლი უგულავამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის მოსაზრებას სამართლებრივი ასპექტი უწოდა:

„ესეც სამართლებრივი ასპექტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები