ქუთაისში 4 ავტომობილი გაძარცვეს – დაწყებულია გამოძიება

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ოთხი ავტომობილი გაძარცვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილების მფლობელების განცხადებით, მანქანები დილით გაძარცვული დახვდათ. წაღებულია მეპატრონეების ნივთები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები