ხაჭაპურის ინდექსი 2.9 %-ით გაიზარდა

ხაჭაპურის ინდექსი ზრდას განაგრძობს. 2020 წლის ოქტომბერში ის 4,37 ლარს გაუტოლდა, რაც 2.9% -ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე (2020 წლის სექტემბერი) და 12.5% -ით მეტი – გასული წლის ოქტომბრის მონაცემებზე.

ხაჭაპურის ინდექსის ინფლაცია მისი ყველა ინგრედიენტის გაძვირებამ განაპირობა. ყველი გაძვირებულია 19,0%-ით, ფქვილი – 16,3%ით, კარაქი – 12,4%-ით, საფუარი – 16,4%-ით, რძე – 2,8%-ით და კვერცხი – 0,3%-ით.

სპეციალისტების განმარტებით, ხაჭაპურის ინდექსის ზრდა ლარის გაუფასურებასთანაა კავშირში.

“ქართული ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა იმპორტირებული საქონლის ფასზე; 2019 წლის ოქტომბერში აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურებულია 8% -ზე მეტად 2019 წლის ოქტომბერში”, – აღნიშნულია ინდექსის განმარტებაში.

ხაჭაპურის ინდექსს ISET-ი ითვლის, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის – “იმერული ხაჭაპურის” მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას “ხაჭაპურის ინდექსის” სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები