ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშისას ტერფის ძვალი მოიტეხა

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტერფის ძვლების მოტეხილობა აქვს.

როგორც ბაიდენის ექიმებმა განაცხადეს, აღნიშნული კომპიუტერული ტომოგრაფიამაც დაადასტურა.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

ჯო ბაიდენის გამოკვლევა 28 ნოემბერს მას შემდეგ მოხდა, რაც მას ფეხი დაუცურდა, როდესაც ძაღლთან თამაშობდა.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები