ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია – “თუ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ შეთანხმება შედგეს, მაშინ აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია “ქართული ოცნების” მხრიდან კომპრომისულ გადაწყვეტილებას ელოდება.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო, სხვა პოზიცია ოპოზიციაში შეთანხმებული არ არის.

“რაუნდი რაუნდისთვის ან მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის ვერ გაიმართება. თუ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ შეთანხმება შედგეს, მაშინ აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას. ოპოზიციის გაერთიანებული, შეთანხმებული პოზიცია ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის ის, რომ არის მთელი რიგი საკითხები გადასაჭრელი, რათა ჩვენ კომპლექსურად შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში იცვლება პოლიტიკური გარემო. სხვა პოზიცია ოპოზიციაში შეთანხმებული არ არის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები