ავღანეთში წითელი ჯვრის თანამშრომელი გაიტაცეს

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ვარდაკის პროვინციაში უცნობმა პირებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრი გაიტაცეს. აღნიშნულის ტელეარხი Ariana News იუწყება.

მათი ცნობით, წითელი ჯვრის თანამშრომელი შაბათს აიყვანეს მძევლად, ამ დროისთვის კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მისი გათავისუფლების მიზნით.

ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ მოქმედ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები