აშშ-ში დღე-ღამეში COVID-19-ის 205 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ანტირეკორდი დიდ მასშტაბებს აღწევს

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან COVID-19 205 ათასი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. აღნიშნულ ნიშნულს ანტირეკორდმა პირველად გადააჭარბა 200 ათასის ნიშნულს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კოვიდინფიცირების 205 557 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო დაღუპულია 1404 ადამიანი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 13 092 661 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან დაღუპულია 264 ათასი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 4,9 მილიონ დაავადებული.

მთელ მსოფლიოში, როგორც უნივერსიტეტი იუწყება, კორონავირუსით 61 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაიღუპა 1,4 მილიონზე მეტი დაინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები